სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2026 წლის 13 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 500 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.2702 პროცენტით.

აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 13 ოქტომბერს.