სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2026 წლის 15 აპრილს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 100 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0080 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 15 აპრილს.