სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2026 წლის 10 თებერვალს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0010 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 11 თებერვალს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 300 მილონი ლარის დეპოზიტს.