სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2023 წლის 23 მაისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 500 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 10.5793 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 24 მაისს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ  400 მილიონი ლარის დეპოზიტს.