საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონის შედეგები

2026 წლის 21 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N16 გაცვლის აუქციონზე განახორციელა 110 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 0.3 წლიანი ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობა 5 წელი) მქონე სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC27127058) გამოსყიდვა 5.5 წლიანი ნარჩენი ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC32428293) გამოშვებით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა.