საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონის შედეგები
2026 წლის 22 აპრილს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N4 გაცვლის აუქციონზე განახორციელა 110 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 0.76 წლიანი ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობა 5 წელი) მქონე სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC27127058) გამოსყიდვა 8.2 წლიანი ნარჩენი ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC34713346) გამოშვებით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა.