საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონის შედეგები
2026 წლის 18 თებერვალს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N2 გაცვლის აუქციონზე განახორციელა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 0.94 წლიანი ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობა 5 წელი) მქონე სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC27127058) გამოსყიდვა 8.4 წლიანი ნარჩენი ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC34713346) გამოშვებით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა.