საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2026 წლის 3 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N62 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2.3 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 76 840 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.340%, მაქსიმალური 8.420%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.417%.