საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2026 წლის 7 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N20 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2.9 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 92 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.380%, მაქსიმალური 8.399%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.385%.