ანონსი

2023 წლის 23 მაისს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება.

2023 წლის 23 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე, პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 4.7 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 10 წლიანი) მქონე სახაზინო ობლიგაციებს (GETC28118049) განათავსებს.

აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ პირველად დილერებს, რომელთაც პირველადი დილერის სტატუსი მიენიჭათ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და პირველად დილერს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.