სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2025 წლის 18 ნოემბერი, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 600 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0383 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 19 ნოემბერს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 700 მილონი ლარის დეპოზიტს.