საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2024 წლის 8 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N22 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 11 წლის ვადიანობის ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 45 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.250%, მაქსიმალური 8.700%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.363%.