ანონსი

2024 წლის 27 მარტს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონი გაიმართება.

2024 წლის 27 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიან ქაღალდებს გაცვლის. გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების საინდენტიფიკაციო ნომერია GETC24530221, ხოლო გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომერია GETC29828125.

გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 2024 წლის 26 მარტის ფასიანი ქაღალდების (GETC29828125) აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით.