საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2024 წლის 16 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N23 აუქციონზე გაიყიდა 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.3 წლიანი ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 112 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.300%, მაქსიმალური 8.550%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.363%.