სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2023 წლის 24 იანვარს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11.0960 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 25 იანვარს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ  300 მილიონი ლარის დეპოზიტს.