State Treasury Electronic Service System Implementation

ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 ივნისის ¹483 ბრძანების შესაბამისად დაინერგა სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის ¹578 ბრძანებით დამტკიცდა “სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ”ინსტრუქცია. ამჟამად მიმდინარეობს ხაზინის მოსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების (როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში) ეტაპობრივი გადასვლა ახალი ტიპის მომსახურებაზე. ახალ სისტემაზე გადასვლის შედეგად საბიუჯეტო სახსრების მართვის პროცესში თითქმის საერთოდ გაუქმდება ქაღალდის დოკუმენტების მოძრაობა მხარჯავ ორგანიზაციებსა და სახაზინო სამსახურს შორის, რაც გამოიწვევს დროისა და ფინანსური რესურსების მნიშვნელოვან დაზოგვას, აგრეთვე გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი და გაიზრდება პროცესების გამჭვირვალობის ხარისხი.