საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2025 წლის 7 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N56 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 3.9 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 122 300 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.940%, მაქსიმალური 8.990%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.975%.