სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2025 წლის 7 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 150 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0130 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 8 ოქტომბერს.