სიახლეები
ყველა სიახლე

09.02.2021

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2021 წლის 9 თებერვალს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 600 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.032 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 10 თებერვალს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 600 მილიონი ლარის დეპოზიტს.


კითხვა-პასუხი
როგორ განისაზღვრება არამატერიალური ძირითადი აქტივების ამორტიზაციის ნორმა?
პასუხი
სტატისტიკა და ანალიტიკა
ეროვნული ბანკის კურსი
05 მარ. 2021
USD 3,3190
EUR 3,9977
GBP 4,6250
სრულად