ანონსი

2022 წლის 24 მაისს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება.

2022 წლის 24 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე, პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 5 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.

აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ პირველად დილერებს, რომელთაც პირველადი დილერის სტატუსი მიენიჭათ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და პირველად დილერს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.