საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2022 წლის 10 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N21 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომერციულმა ბანკმა. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 10.500%, მაქსიმალური 10.650%, ხოლო საშუალო შეწონილი 10.595%.